სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     (რეზონანსი) რუსეთის ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ეს ემსახურება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, რაც ასევე მიუღებელია, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, როის უილსონმა გააკეთა, რითაც გალში საეჭვო ვითარებაში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

    "ეს ადამიანი გაიტაცეს, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თუ როგორ, უდავოა, რომ საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა პატიმრობაში, ეს ფაქტი კი შემაშფოთებელია. ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ყოველშემთხვევაში, ასე ჩანს,"- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

    როის უილსონის თქმით, მათთვის მიუღებელია რუსეთის ქმედებები და გამოთქვამს სურვილს, რომ ყველაფერი სათანადოდ იყოს გამოძიებული.

    "რუსეთის ასეთი ქმედებები მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ეს ემსახურება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, რაც ასევე მიუღებელია. ამ საქმის დეტალები, ცხადია უნდა დადგინდეს. ჯერ ყველაფერი არ ვიცით, თუმცა არსებული ინფორმაცია უკვე საეჭვოა. ასეთი ინციდენტების ზრდა ბოლო დღეებში, გვიბიძგებს იმაზე დავფიქრდეთ, თუ რა ხდება სინამდვილეში. ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს მსგავსი შემთხვევები და მოხდეს სათანადო გამოძიება,"- განაცხადა უილსონმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×