სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     (რეზონანსი) ნუ იბრიქები, თორემ გაბრექვას დაგანახებ, - ამ სიტყვებით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა.

    პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა.

    ცხარე პოლემიკა გამოიწვია საკითხმა, თუ რატომ არ ელოდება მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას.

    როგორც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით არ მიიღებს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

    ამაზე ოპონენტების პასუხი იყო ის, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნების გაცნობა მნიშვნელოვანია პროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე, რადგან სწორედ პირველი მოსმენისას ხდება კანონპროექტის პრინციპების დონეზე დამტკიცება.

    პარლამენტში დღეს დილიდან მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ინიცირებულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×