სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     რამდენიმე დღის წინ 4 წლის ბავშვი წითელათი გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით კი, 2019 წელს ამ დაავადების 2 345 შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი საყოველთაო აცრაა.

    "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, ამ შეთხვევაზეც, და მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია ქვეყანაში ასეთია: ეპიდაფეთქება გრძელდება, მართალია, მას ისეთი ძლიერი დინამიკა აღარ აქვს, როგორც იანვარში იყო, თუმცა ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენ წითელას ვერ შევაჩერებთ, თუ ხალხი მასობრივად არ აიცრება. ამიტომ ჩვენი თხოვნა არის, რომ ხალხი წავიდეს და აიცრას", – ამბობს "ნეტგაზეთთან" გამყრელიძე.

    მისი თქმით, სტატისტიკურად, ყოველ 1 000 დაავადებულზე 1-2 გარდაცვალების შემთხვევა მოდის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წითელა “სახუმარო დაავადება” არ არის. მისივე თქმით, ასევე ხშირია წითელას გართულებებიც.

    "რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბავშვს, მე ვერ გავაჟღერებს მის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მას ჰქონდა სხვა გართულება, რომელიც იყო გამოწვეული სერიოზული ინფექციით. ბავშვს ეს ინფექცია 1 თვის წინ ჰქონდა და ამასთანავე, იყო აუცრელი", – ამბობს გამყრელიზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×