სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.03.2019

     თოქ-შოუ "პროფილში" გასულ სიუჟეტს, რომელშიც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თავიანთი მძიმე სოციალური პირობების შესახებ ყვებოდა და დახმარებას ითხოვდა, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სოსო მამადაშვილმა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება სურვილი გამოთქვა, რომ წყვილს საკუთარ ბინას რამდენიმე წლით დაუთმობს.

    "ფეისბუქ" მომხმარებელმა გიო მეზვრიშვილმა, გოგონას სტილისტის კურსების სრულიად უფასოდ გავლა შესთავაზა. შემდეგ კი სამსახურის დაწყების პირობა აღუთქვა

    "მზად ვარ ამ ადამიანებს დავეხმარო და ბინის ქირის გარეშე იცხოვრონ ახლადგარემონტებულ ბინაში. არავინ ეტყვით, ბინა დატოვეთო. მე საქართველოში არ დავბრუნდები რამდენიმე წელი. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, თქვენი ლამაზი ოჯახი, რომელიც ამდენი წელი არ დაინგრა. აი, ეს არის სიყვარული! მე მზად ვარ ამ ლამაზ სიყვარულს, ამ ლამაზ ოჯახს დავეხმარო", – ნათქვამია სოსო მამადაშვილ კომენტარში.

    "მე შემიძლია უფასოდ სტილისტობის კურსები გაიაროს და შევასწავლო ამ გოგოს, რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ. სამსახურის დაწყებასაც უზრუნველვყოფ სწავლის დასრულების შემდეგ", - ამბობს გიო მეზვრიშვილი.

    ცოლ-ქმარი ამჟამად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ქირის გადახდას ვერ ახერხებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    Tiniko   (16.03.2019)
    Tkven gaixaret aseri siketis ketebistvis😘💝💝💝💝💝💝

    Natia   (16.03.2019)
    Tqven gaixaret ketilo adamiano ufalma daglocos da gagadlieros

    manana takidze   (16.03.2019)
    gaixaret asetma kargma adamianebma ixaret da ibednieret.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved