სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.03.2019

     ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ.

    ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ხურავლეთის ბაღებში არ იმყოფებიან რუსი სამხედროები:

    "გუშინდელი შეთანხმების მიხედვით, ამ ბაღებში შესვლა უნდა მომხდარიყო დილით, 7 დან 9 საათამდე შუალედში. ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენი შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და მოგვთხოვეს შესვლის დრო გადაგვეწია შუადღის 12 საათზე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან და ველოდებით 12 საათს.

    ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები", - აცხადებს ქაცარავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved