სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.03.2019

     სოფელ ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს დავით ქაცარავას გარეშე შეუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" აქტივისტმა დავით ქაცარავამ თავად განუცხადა. მიზეზი, თუ რის გამო, არ უშვებენ მას ხურვალეთში, მისთვის უცნობია, თუმცა, ძალოვანი უწყების მოთხოვნას დაემორჩილა.

    „შეთანხმება შედგა. მოხარული ვარ და მადლობას ვეუბნები ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ყველასთვის საჭირო გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტოს. არავის სჭირდება სიტუაციის და დაძაბულობის ესკალაცია. ჩვენი ჯგუფი 5-კაციანი შემადგენლობით შევა და დაახლოებით, ნახევარ საათში ყველაფერი ის გვეცოდინება, რასაც მეორე დღეა ვითხოვთ", - განაცხადა ქავარავამ.

    კითხვაზე, თუ ვისგან მიიღო მან მითითება, ხურვალეთში არ შესულიყო, განაცხადა, რომ ეს ძალოვანი უწყებების წარმოამდგენლებისგან მიიღო.

    "ეს იყო თხოვნა, რომელიც მე გავითვალისწინე. ეს თხოვნა იყო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. ეს იყო თხოვნა, არ ვიცი რას უკავშირდება ეს თხოვნა", - განაცხადა ქაცარავამ.

    "აიპიენის" ცნობით, ამ წუთებში სოფელ ხურვალეთში აქტივისტების ნაწილთან ერთად სამართალდამცავებს ჟურნალისტებიც შეჰყავთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved