სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.03.2019

     12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" წა­რუდ­გი­ნეს.

    რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დად­გა, თუმ­ცა ალ­ბათ სტუ­რუ­ას არ­ც ერთ სპექ­ტაკლს არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­გორც "ბედი ქარ­თლი­სას..." რე­ჟი­სო­რი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს კრი­ტი­კო­სებ­მა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, სპექ­ტაკლს "სა­მარ­ცხვი­ნო", "სკო­ლის ბან­კე­ტის­თვის დად­გმუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა" უწო­დეს.

    კრი­ტი­კას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოს­ტით და უჩ­ვე­უ­ლო სელ­ფით გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

    "ყვარ­ყვა­რეს" გამო და­ჭე­რით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ;

    "კავ­კა­სი­უ­რის" გამო - მხსნიდ­ნენ;

    "რი­ჩარ­დმა" ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში, ЦК-ში და КГБ-ში;

    "ლურ­ჯი ცხე­ნე­ბი" - ამიკ­რძა­ლეს;

    ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და - "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბე­ლად­მა", ვინ­მე სოვ­და­გარ-სა­ა­კამ გა­მაგ­დო;

    "არა­ის­ტო­რი­ულ­მა ამ­ბავ­მა" - ვი­თომ აღ­შფო­თე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი და­ამ­შვი­და და ბედ­ნი­ე­რებ­მა ია­რაღს სტა­ცეს ხელი და ნა­ცე­ბის და "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბრძა­ნე­ბით მე, უნი­ჭო და გახ­რწნი­ლი რე­ჟი­სო­რი კე­დელ­თან მი­მაბ­ჯი­ნეს და გემ­რი­ე­ლად დამხვრიტეს!

    ჩემო ცა­ფი­რუზ­ზურ­მუხ­ტო, ტკბი­ლად გა­აგ­რძე­ლე უბად­რუ­კი ძილი!" - წერს სტუ­რუა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved