სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.03.2019

     (რეზონანსი) ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

    მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთი მასშტაბური აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, აქციის ფარგლებში, მაისში, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×