სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.03.2019

     (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილამა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან განაცხადა, რომ პირველ აპრილს უკრაინაში ჩავა და ელექტრონული ბილეთი წარმოადგინა:

    „ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    აღნიშნულ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა:

    „1-ელი აპრილისთვის 300 დოლარის ღირებულების პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, მას უბრალოდ არ შეუშვებენ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

     

    ფაქტები.ჯი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (21.03.2019)
    მიშა ბიძია რატომ ეძებ ყოველთვის შაირს?გსიამოვნებს ეს ორომტიალი საკუთარ თავზე? ქართველი კაცი რას აკლავ თავს ამ სხვა ქვეყანას? თუ რამე კარგი გინდა აწი მაინც გაუკეთე საქართველოს.შენი მოქმედებებიდან ნათლად სჩანს რომ მიილტვი თანამდებობისთვის,მეტი არაფერი.მაქ რომ იყავი რა გააკეთე?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×