რეზონანსი
21.03.2019

 (რეზონანსი) მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა და გაგვრეკავდა აქედან. გარეკავდა ამ უსაქმურ და უნამუსო პარლამენტს,- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს.

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენით დაიწყო.

მინისტრი დღესაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს, რადგან გუშინ გათვალისწინებული გამოსვლა მინიჭებულ ვადაში ვერ დაასრულა.

წულუკიანის გამოსვლა შვიდი საათის განმავლობაში მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. სხვა საკითხებთან ერთად, დიდი დრო დაეთმო ომის საქმეზე რუსეთთან სამართლებრივ დავას.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×