სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.03.2019

     (რეზონანსი) ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე თავდასხმისას დაზიანებული მანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი და მას მედიას არ აჩვენებენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმის" კორესპონდენტი ოზურგეთიდან იტყობინება.

    "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ოზურგეთის სოფელ ძიმითში მოხდა. პატრულმა, გადამოწმების მიზნით, ავტომობილი გააჩერა. მანქანაში, გარდა მძღოლისა, ორი მგზავრი იჯდა. მათგან ერთმა პატრულს ცეცხლი გაუხსნა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძღოლი კი პოლიციამ დააკავა.

    ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

    როგორც ოზურგეთისა და ჩოხატაურის სავადმყოფოების ადმინისტრაციაში ამბობენ ბოლო ორი დღის განმავობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაშავებულები კლინიკებში არ მიუყვანიათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×