სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.03.2019

     (რეზონანსი) იაგო ნებიერიძეს კითხვები მე დავუსვი. მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა. ბუნებრივია, პასუხი ვერ გამცა, - ამის შესახებ განცხადება გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა გააკეთა.

    ის დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. პროცესს თავად ბრალდებული იაგო ნებიერიძეც ესწრებოდა. თუმცა, როგორც ლალიაშვილი განმარტავს, ნებიერიძეს კუჭის ტკივილის მიზეზით პროცესის გადადება სურდა.

    „ბრალდებულს არანაირი კითხვა არ ჰქონია, რაც შეეხება ჩემს ჩვენებას, ბავშვის შესახებ ვისაუბრე, როგორ, რა გზით დადიოდა სკოლაში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიცნობდი თუ არა, იმ ავადმყოფს. მას კითხვები მე დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი ვერ გამცა. ბუნებრივია, ვერც მიპასუხებდა. ამ ყველაფრის, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ „კუჭი ტკივა" და ვერ ლაპარაკობს, ენა გადაეყლაპა. პირადად ჩემთვის ეს არ უთქვამს, მაგრამ სასამართლოში გამოაცხადა, კუჭი მტკივაო და პროცესის ჩაშლას ითხოვდა. რა თქმა უნდა, მოსამართლემ არ გადადო, რადგან ექიმის მიერ არის შემოწმებული და იციან, რომ არაფერი აწუხებს. ახლაც შეამოწმეს და არანაირი კუჭი არ აწუხებს", - განაცხადა ლალიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

    შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

    გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×