სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.03.2019

     (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენტიტეტის პატივისცემის გარანტია.

    "ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი დღეს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და იმის, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. აი, ეს არის. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არის საკმარისი, რომ მე მის გვერდში ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი. მე არსად გახტომას თუ გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები ამ ხალხის მიერ ნდობა გამოცხადებული მინისტრი? - ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მე არც გუნდის და არც "ქართული ოცნების" გუნდის წევრობა არ მჭირდება ამისთვის," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (22.03.2019)
    როგორ აქებთ ამ ჭორვილელ მტარვალს!!!??? გამოტვინებულებო, ყველაფრის ღირსნი ხართ. თითოეული თქვენგანი უნდა დააყაჩაღონ იმ მომრავლებულმა კრიმინალებმა, რომლებიც დღეს თავისუფლად დათარეშობენ! თქვე სულით მათხოვრებო, იმასაც თუ ვერ ამჩნევთ ქვეყანა საით მიექანება, მართლა კანალიზაციაში ჩასაყრელები ხართ ყველა ქოცი და მათი მხარდამჭერები!!!. მე კიდევ ამ წულუკასი მიკვირს, კი გამიგია პატარა ადამიანები ბოროტებით გამოირჩევიანო, მაგრამ ეს ქალი ასე რამ გაამწრა ვერ ვხვდები. ღმერთმა ასეთ თანამდებობაზე დასვა, რომლის ღირსიც არ იყო და ვერც კი დაესიზმრებოდა, ჰყავს ანგელოზი შვილი (ჭმერთმა ჯანმრთელად უმყოფოს), სიმპატიური ახალგაზრდა მეუღლე. მეტი რა გინდა შე ოჯახქორო, დაწყნარდი, ეგ გაბოროტება ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენზე ისახება, იმიტომ გამოიყურები ასე დაბოღმილი და უსიმპატიუროდ. უბრალოდ, ასე თუ ისე ნიჭიერი ქალი ხარ და ცოდო ხარ, თავს ნუ იღუპავ, თორემ მაგ გესლში შენ ჩაიხრჩიბი, შენს ლამაზ გოგონაზე და საკუთარ ოჯახზე მეტი იფიქრე. რაც შეეხება შენის მხრიდან მიშას და ნაციონალების ლანძღვა-გინებას, თქვენ ამით უფრო სასცილოები ხდებით, ნაცები კი ძლიერდებიან და მრავლდებიან! სწორედ ეგ გაბოროტებთ თქვე უდღეურებო, ერთი ადგილისკენ მიექანებით და მაგასაც ვერა გრძნობთ.!

    ნათი   (21.03.2019)
    ის რომ ბ-ნი ბიძინა სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია სრული სიმართლეა,რა დარბევები და მიტინგობიები გადავიტანეთ საკმარისია,ღირს ზოგ რამეში მოვითმინოთ რათა არ განმეორდეს ძმათა-კვლა

    მედეა   (21.03.2019)
    ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ქალბატონო მინისტრო, მაგრამ მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილი უვადოდ რომ დაგვინიშნა ეს როგორ მოგწონთ? არ შეიძლება მოგწონდეთ, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებით ,ალბათ. არაუშავს, ერთი შეცდომა ყველას ეპატიება, მათ შორის ბიძინასაც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×