სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) იან­ვრის თვე­ში და­კარ­გუ­ლი შოთა სამ­ხა­რა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 23 წლის ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად ექ­სპერ­ტი­ზამ გა­ყინ­ვა და­ად­გი­ნა. თუმ­ცა, გარ­დაც­ვლი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი დას­კვნას ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ და შოთა სამ­ხა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

    AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში შოთა სამ­ხა­რა­ძის მე­გო­ბა­რი რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

    გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა მი­რან­და ქურ­ცი­კი­ძემ ამბობს, რომ რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მას ქურ­თუ­კი არ ეცვა, სა­ხე­ზე და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ხელი.

    "თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, შო­თას სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და, თა­ვი­სი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს ერ­ჩივ­ნა! სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვამ­მა გზა ვე­ღარ გა­იკ­ვლია და გა­ი­ყი­ნა... ან ვინ­მეს­თან კა­მა­თი მო­უ­ვი­და, მოკ­ლეს და იქ და­აგ­დეს. სა­კი­თხა­ვია მისი ქურ­თუ­კი სად არის. სა­ხე­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ხელი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ეს ან წაქ­ცე­ვის შე­დე­გია, ან ვინ­მეს ნა­ხე­ლა­ვი... ისეთ ად­გი­ლას იპო­ვეს, სა­დაც არა­ვინ ელო­და, ამი­ტომ არ გა­და­სუ­ლან იმ მთის უკან, როცა სა­ნა­თე­საო ეძებ­და" - ამბობს მი­რან­და ქურ­ცი­კი­ძე AMBEBI.GE-სთან.

    მი­სი­ვე თქმით, შოთა სამ­ხა­რა­ძეს დღეს რა­ჭა­ში, ონის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლარ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

    "შო­თას პა­ტა­რა გო­გო­ნა დარ­ჩა, რო­მე­ლიც მა­მას ელო­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და სულ იმას ამ­ბობ­და, მა­მი­კო რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბაო. მე­უღ­ლე და სამი წლის გო­გო­ნა დარ­ჩა... ყვე­ლა­ნი ცუ­დად ვართ, შო­თას­ნა­ი­რი მე­გო­ბა­რი ყვე­ლას­თვის სა­ნატ­რე­ლია", - გვი­თხრა მი­რან­და ქურ­ცი­კი­ძემ.

    ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ორი თვის წინ და­ი­კარ­გა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 14 იან­ვარს შე­ვი­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბიჭი ბო­ლოს სას­ტუმ­რო­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ თოვ­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე ნა­ხეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ეს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

    გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი კუ­რორტ შოვ­თან ახ­ლოს, ტყე­ში იპო­ვეს.

    მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×