სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ოჯახი დაკარგულ 83 წლის ქალს, თალიკო პატარაიას ეძებს. მეზობლების ინფორმაციით, ის სახლიდან გუშინ, დაახლოებით, 16:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

    „გუშინ უნახავთ ახალაბასთუმნის შესასვლელში, მაგრამ ამის შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცით. პოლიციას მივმართეთ", - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა ლერი გუჩუამ.

    შს სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში შესულია შეტყობინება და სამართალდამცავები ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×