სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებას შსს იძიებს, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახლა მთავარია გამოძიებამ გარდაცვალების მიზეზი დაადგინოს. ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. გოგონამ პირველად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მიაკითხა, საიდანაც ბინაზე გაიწერა, მოგვიანებით, მას ოპერაცია უკვე „მედცენტრში" ჩაუტარდა.

    მშობლები მიიჩნევენ, რომ ექიმებმა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დროულად ვერ დასვეს. ისინი ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

    „ექიმებს უნდა შეუჩერდეთ ლიცენზია და წავიდნენ სახლში, მათ ფაქტობრივად მოგვიკლეს ახალგაზრდა გოგო. გვინდა, რომ მელანოს შემთხვევა იყოს უკანასკნელი", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ზაურ დარჩიძემ.

    ბათუმის რეფერალური საავადმყოფომ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

    „ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაციენტ მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

    ▸ გვსურს განვმარტოთ, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ, მიმდინარეობს პაციენტისთვის ორივე ჰოსპიტალში (ჩვენთანაც და იმ კლინიკაში სადაც პაციენტი გარდაიცვალა) გაწეული სამედიცინო მომსახურების დეტალური შესწავლა, რაც გამოავლენს, როგორც ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტზე გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და საჭიროებებს და თვალნათლივ დაგვანახებს გარდაცვალების რეალურ მიზეზს

    ▸ ჩვენი კლინიკის სამედიცინო პროფესიონალების გუნდს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმძიმეს რეჟიმში უწევს მუშაობა და სხვა პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა

    ▸ ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და თუ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში გამოიკვეთა ჩვენი ჰოსპიტლის ექიმების გადაცდომა, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას

    ▸ ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ, ოჯახის წევრებს გადავცეთ ყველა ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენს კლინიკაშია ნაწარმოები და მათი ნდობით აღჭურვილ სამედიცინო პროფესიონალთან ერთად, გავაანალიზოთ ყველა ის ინტერვენცია, რაც პაციენტს ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა გაუწია

    ◗ კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს"

    რაც შეეხება „მედცენტრს" ჩვენ დავუკავშირდით ქირურგს ინგა თვალაძეს, ვინც პაციენტს ოპერაცია გაუკეთა, თუმცა, მან კომენტარი არ გააკეთა: „არანაირი კომენტარს ამ საკითხზე..."

    ჩვენ გვაინტერესებდა გაგვეგო, როგორი იყო ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა, როდის დაიწყო მათ კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესწავლა და როდის დაიდება დასკვნა...

    იმედია, ყველა შეკითხვას პასუხებს გამოძიება გასცემს.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×