სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ სატელევიზიო ეთერს დღემდე განიხილავენ როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადიებაში. განსაკუთრებული ვნებათაღელვა პრეზიდენტის დიდ ნემსიყლაპიას ბროშს მოჰყვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პიჯაკის მარჯვენა მხარეს ეკეთა.

    როგორც აღმოჩნდა, სალომე ზურაბიშვილს ფირუზისფერი ნემსიყლაპია ბროში, აფხაზმა ქალმა აჩუქა.

    "პრეზიდენტს გულზე აფხაზი ქალის ნაჩუქარი ბროში ებნია! ცისფერი სადაფებით გაკეთებული ბროში, რომელიც პრეზიდენტს ეკეთა (ნემსიყლაპია სადაფის ფრთებით), "ალან აქსესორაიზის" საჩუქარი ყოფილა, რომელსაც ლალი ალანი (აფხაზი, სოხუმიდან) ამზადებს", - უთხრეს "2020NEWS"-ს ხმაურიან ბროშთან დაკავშირებით.

    შეგახსენებთ, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს, სალომე ზურაბიშვილი ულამაზესი, დიდი ზომის ბროშით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (24.03.2019)
    კარგი საყურებელი იყო და კარგი მოსასმენი ქალბატონი პრეზიდენტის აზრები, მანერები და პოზიცია.გმადლობთ ამ სიამოვნებისთვის!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×