სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) ეკა ბესელიამ შაბათის კურიერს იმ სქემაზე უამბო, რომლითაც, მისი თქმით, მამუკა მდინარაძე და მისი ახლო ნათესავი - ვანო ზარდიაშვილი, ფულს შოულობდნენ. გამოძიების ეტაპზე არსებულ საქმეებს ორი მომგვარებელი ჰყავდა, მამუკა მდინარაძე პროკურატურასთან საპროცესო გარიგებების გაფორმებას უზრუნველყოფდა, სასამართლოში კი საქმეებს, მისი ოჯახის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ალაგებდა.

    ქართული ოცნების დამფუძნებელი იხსენებს, როგორ გეგმავდა ვანო ზარდიაშვილი მამუკა მდინარაძესთან ერთად, ე.წ. საპარლამენტო ბუღალტერიის გახსნას, როცა მას მმართველი გუნდის დეპუტატებისთვის სასამართლოში საქმეები უნდა მოეგვარებინა.

    ეკა ბესელია ახსენებს ტენდერებსაც, რომელიც, მისივე შეფასებით, გამოძიებას კორუფციის კვალზე გაიყვანს.

    ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მან პირადად უამბო. მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერების ჯგუფს "კრიმინალურ დაჯგუფებას" უწოდებს.

    ქართული ოცნების ლიდერისთვის მოულოდნელობა იყო, როდესაც ეკა ბესელია ფულის შოვნის სქემაზე საჯაროდ ალაპარაკდა. ბრალდებებს მამუკა მდინარაძე "პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდს" უწოდებს.

    ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ ეკა ბესელია კონტრშეტევაზე საკუთარი მოქმედებების დაფარვის მიზნით გადავიდა და ყოფილ თანაგუნდელს მის წინააღდეგ შეკვეთილი შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს.

    მმართველი გუნდის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას უთხრა, რომ "მის ხელებს ფულის სუნი ასდის".

    ბესელიას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ ვანო ზარდიაშვილის განცხადება შესაძლოა, ქართული ოცნების ლიდერის პირით გახმოვანებული სახელისუფლებო გზავნილია, რომელიც გუნდის ყოფილი წევრის წინააღმდეგ მუქარას და მის დაშინებას ემსახურება.

    (რუსთავი 2)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (24.03.2019)
    ვერცერთი ვერ გაიმარჯვებს. ორივე მხარე კომპრომენტირებულია და სამარცხვინო სიტუაციას თუ აგვარიდებენ --მადლობელი ვიქნებით. "დარბაისელი ქართველი"-ს სახეს არ შეეფერება ყოფილი თანაგუნდელების აგრერიგად გაწიწმატება და საჯაროდ ერთმანეთზე ლაფის შესხმა. არ მოეწონება არავის ასეთი ს ი დ ა ბ ლ ე და სიძულვილი.უფრო მისაღები იქნება და დანაშაულს გააფერმკრთალებს ის--ვინც პირველი გავა ამ შერკინებიდან და არ ჩაებმება დუელში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×