სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) ემიგრანტი შოთო სიხარულიძე, ფეისბუქგვერდზე ,,ქართველი ემიგრანტები", ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    ,,დავმუნჯდი სამძიმარს შენს საცოლეზე თუ ვწერდი ემიგრანტების არხის სახელით, რას წარმოვიდგენდი ბექუუ ძმისგულო და ჩემო გახარება რას ვიფიქრებდიიი... გავქვავდი გული დამეთუთქა... თორნიკეს ქორწილში არ მითხარი და როგორ მიხაროდა თქვენი ამბავიი....

    ხმამაღლა ვიღრიალე ჩემი ბექაა ფოტოზე??? მერე უცებ დავმუნჯდი, ენა გადავყლაპე ვტირი მას მერე...

    მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. რამხელა ტრაგედია დატრიალდა სულიერად გაძლიერებას და ამ ტკივილის დათმენას ვუსურვებთ საქმროს....

    უსაშველოდ დიდი ტკივილი სამძიმარი როგორ უნდა უთხრან ოჯახის წევრებს სიტყვები არ მაქვს.

    უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი დარწმუნებული ვარ საოცრად თბილი მოსიყვარულე და საუკეთესო შვილი, მეგობარი მეუღლე და ადამიანი იყო მელანო...

    გისამძიმრებთ მთელი გულით

    უფალმა მოგცეთ ძალა ... გისამძიმრებთ სიტყვები აქ უძლურია, ნათელი დაადგეს იმ ქვეყნად!

    განვიცდი და გისურვებთ ძალას ცხოვრებისთვის და მელანოს სულისთვის...

    როგორც მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამბობენ, 28 წლის პაციენტი თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა ის ექიმებმა სახლში მალე გაწერეს. გარდაცვლილის დედის თქმით, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს, რასაც მისი შვილის გარდაცვალება მოჰყვა. (მელანო დედისერთა იყო) შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ მისი შვილი მუცლის არეში ტკივილებით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა სახლში გაწერეს. დედის ინფორმაციით, 28 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღესვე დამძიმდა და იგი კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა ოჯახმა, სადაც პაციენტი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

    გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

    მელანო ფუტკარაძე ცოტა ხნის წინ დაინიშნა და ზაფხულში ქორწილისთვის ემზადებოდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×