სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.03.2019

     ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ, რომელსაც ორი დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეიჩერა.

    ინფორმაცია "პირველ არხს" აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დაუდასტურა.

    გარდაცვლილის ახლობლებმა, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ ბათუმის შესასვლელი, ინფორმაციის მიღების შემდეგ აქცია შეწყვიტეს. სამართალდამცველებმა მანამდე გზა გაათავისუფლეს, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და ის ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის შესასვლელში საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×