სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.03.2019

     "აფრიალდა საქართველოს დროშა. დაჯილდოების ცერემონია იწყება 18:00 საათზე" - აღნიშნულ ინფორმაციას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს  "ფეისბუქ" გვერდი აქვეყნებს.

    ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა – რამდენიმე წუთის წინ, ის 5 რჩეულს შორის დაასახელეს. კონკურსის მთავარ გამარჯვებულს 24 მარტს გამოავლენენ.

    ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. საუკეთესო ხუთეულის გამოცხადებამდე, კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი, „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“ ელჩი გახდა.

    მარკეტერი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ნატალია   (24.03.2019)
    გურულების სიამაყევ წარმატებები

    Lia   (24.03.2019)
    Warmatebebi batono lado maswavlebelo


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×