სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.04.2019

     (რეზონანსი) „დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით", - უთხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში რეპატრირებულ მესხებს, რომლებმაც მას მოქალაქეობის მიღებაში დახმარება სთხოვეს.

    შეხვედრის კადრები ადგილობრივმა ტელეკომპანიამ, მე-9 არხმა გაავრცელა. 14 აპრილს, დედაენის დღეს, ახალციხის ბაზარში სტუმრობისას ზურაბიშვილს რამდენიმე ადამიანმა, - არხის თანახმად, საქართველოში რეპატრირებულმა მესხებმა - საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად დახმარება სთხოვა.

    „200-200 ლარს ყოველთვე ვიხდით, არავინ არ გვაძლევს მოქალაქეობას", - რუსულ ენაზე უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ზურაბიშვილს.

    კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი მას და მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს ეუბნება: „ქართულად უნდა ილაპარაკოთ. რა არის ეს რუსული?... დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით და ილაპარაკებთ".

    მეცხრე არხის თანახმად, ზურაბიშვილმა მათ განუცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე ახალქალაქში გააკეთებს განმარტებას.

     

    "ნეტგაზეთი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (14.04.2019)
    კარგი ნათქვამია.

    გალელი   (14.04.2019)
    კარგი ნათქვამია.

    tatoo   (14.04.2019)
    ამაში მართალია პრეზიდენტიი და საერთოდ ვისაც საქრთველოს მოქალაქეობა უნდა ჯერ ენა ისწავლის ჩააბროს გამოცდა დაამტკოცოს რომ ის იქნება ლიოალური ქვეყნის მიმართ და მერე მისცენ მოქალაქეობა თუ ის ამას იმსახურებს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×