სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) „პრაიმტაიმს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის მკვიდრი 97 წლის დიანოს წულაძე დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

    „წლებია, რაც დახმარებას და ყურადღებას ვითხოვ მთავრობისგან, ბევრჯერ დაიწერა კიდეც გაზეთებში ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევს. იქნებ რამე მოახერხოთ და გააგებინოთ ამ მთავრობას, რომ სირცხვილია ჩემი ხნის ადამიანს დახმარება შეუწყვიტო და ლუკმა-პურის გარეშე დატოვო," - განუცხადა დიანოს წულაძემ.

    „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მოხუცი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან იყო რეგისტრირებული, თუმცა 2017 წელს, ბოლო გადამოწმებისას, მის მიერ მიღებული ქულა საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ზედა ზღვარს ასცდა და შესაბამისად, სოციალური დახმარებაც შეუწყდა.

    „შემწეობა, რომელსაც ათ წელზე მეტია ვიღებდი, მომიხსნეს. თურმე, სოციალურ აგენტს შევუმოწმებივარ და მაღალი ქულები მიმიღია. აღმოუჩენიათ, რომ დიდი ქონების პატრონი ვყოფილვარ და იქეთ შემეძლო სხვებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის სამართალი?! გამაგებინონ მაინც, ასაკის გარდა რა მომემატა ამ წლების განმავლობაში?! გადასამოწმებლად რომ მოვიდეთ ჯანმრთელობის ცნობა წარმოადგინეო მითხრეს, მაინცადამაინც ავადმყოფი და ლოგინად ჩავარდნილი უნდა ვიყო რომ დამეხმარონ, საუკუნეს მიტანებული კაცი რომ აუტანელ პირობებში რომ ვცხოვრობ, ეს არაფერია?! სოფელში ყველა მიცნობს და ყველამ იცის ჩემი მდგომარეობა. პატარა ხნის არ ვარ, 97 წლის ვხდები უკვე, არავინ იცის ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს რომ ასე მექცევიან, ძალიან მტკივა გული", - გვიყვება უხუცესი ქვიანელი.

    „პრაიმტაიმი" საკითხთან დაკავშირებით სოციალურ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვპასუხობენ, რომ ოჯახის განმეორებითი შეფასება 2019 წლის 13 ივლისიდანაა შესაძლებელი.

     

     

    "პრაიმტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved