სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) ზესტაფონის მერობისთვის პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარადგინა. წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ესწრებოდა.

    როგორც "2020NEWS-ს" გოგი წულაიმა განუცხადა, პრობლემას ვერ ხედავს იმაში რომ ქუთაისელია და ზესტაფონის მერობას აპირებ."სანდრა ჰოლანდიელია და ზუგდიდში იყრის კენჭს , ქუთასიელი კაცი რომ ზესტაფონის მერი გავხდე, რა პრობლემაა",- ამბობს წულაია.

    მათი თქმით, მთავარი მიზანია არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" და დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა. წულაიამ ზეტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თანამოაზრეებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

    "მე მოვდივარ არ გეგმებით, არამედ, პრობლემების მოსაგვარებლად. მთავარი პრობლემა ამ ქალაქში "ფეროა". ეს საწარმო ონკოლოგიური დაავადებების წყაროა, აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერონი წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში, "- განაცხადა გოგი წულაიამ.

    გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" და ,,ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა" და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved