სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პოლიციასთან ბებიამ, მოგვიანებით კი თავად გოგონებმა ამხილეს. არასრულწლოვანმა გერებმა მამინაცვლის წინააღმდეგ დეტალური ჩვენება სასამართლოშიც მისცეს. გოგონებმა მამინაცვალი რამდენიმე წლის განმავლობაში მათზე იძულებით და მუქარით განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

    პრაიმტაიმისთვის ცნობილი ხდება, რომ გერი გოგონების გარდა, მამაკაცის წინააღმდეგ საქმეში გოგონების დედის და ბებიის ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.

    მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატი, პრაიმტაიმთან საუბარში აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში ახალგაზრდა მამაკაცი გ.ფ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

    ის დაკავების დღიდან აცხადებდა, რომ არ იყო დამნაშავე და ბუნებრივია იგივე პოზიციაზე დარჩა. საქმეში მტკიცებულებებად არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა, ეს დასკვნა ვერ იტყვის, ესა თუ ის ქმედება კონკრეტულმა ადამიანმა განახორციელა თუ არა. ექსპერტიზის დასკვნას შეუძლია თქვას, მხოლოდ ის, რომ არსებობდა ზოგადად დაზიანებები.- განაცხადა მსჯავერდებულის ადვოკატმა თამარ გაბოძემ.

    გერების გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მამინაცვალს არასრულწლოვან გოგონებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მის წინააღმდეგ გერებმაც, მეუღლემაც და სიდედრმაც ცრუ ჩვენება მისცეს.

    ის ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ გამოიგონეს ეს ტყუილი. მის მეუღლეს არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულება და მხოლოდ მონაყოლის საფუძველზე საუბრობდა. ბუნებრივია მოსამართლის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - აცხადებს მსჯავრდებული გ.ფ.-ს ადვოკატი.

    მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 18 წლიანი პატიმრობა ორი არასრუწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მიესაჯა, 2018 წლის 28 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ინფრომაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან. შემთხვევა თბილისში მოხდა.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Maka   (16.04.2019)
    Diax unda daixvritos,rom shemdgomshi sxvebma ar gaimeoron.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved