სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.04.2019

     მეხანძრეებმა გადაარჩინეს ყველა რელიგიური არტეფაქტი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახებოდა. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ განაცხადა. მან "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გადარჩენილი რელიქვიების ნაწილის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.

    "ყველა რელიქცია, მათ შორის ქრისტეს ეკლის გვირგვინი, და ლუი IX-ის ტუნიკა, გადარჩენილია. მთელი მსოფლიოდან გვირეკავენ, რადგან ეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიაა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარების ხმა ბუენოს-აირესშიც ისმოდა“, - წერს იდალგო.

    ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

    ამასთან, ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები სავარაუდოდ განადგურდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved