სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2019

     (რეზონანსი) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა ამოქმედდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, აბიტურიენტები მოსამზადებელი კურსის გავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეძლებენ.

    „მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ასევე მიიღებენ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის დიდი შეღავათი იქნება", - განაცხადა ციხელაშვილმა.

    პროექტში მონაწილეების სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად სახელმწიფომ 4 მილიონ 140 ათასი ლარი გამოყო.

    „აბიტურიენტების ნაწილი უკვე განთავსებულია ლისის ტბის საერთო საცხოვრებელში. ყველანაირად ვცდილობთ მათ სწავლისთვის კარგი პირობები შევუქმნათ", -განაცხადა თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.

    პროგრამის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები მოსამზადებელ ცენტრებში მომავალი პროფესიის მაპროფილებელ საგანსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას ჩააბარებენ. მინიმალური ზღვრის გადალახვის შემდეგ კი სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ. პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

    ამ ეტაპზე პროგრამაზე დარეგისტრირებულია 110 მსურველი. პროგრამა სამთვიანია და 19 ივლისს დასრულდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved