სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამართალდამცველების პიკაპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მჯდომი ორი პოლიციელი დაშავდა.

    შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულები ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები არიან.

    გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

    ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×