სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ "პრაიმტაიმს" დაკავებულების ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ მიაწოდა.

    ადვოკატის თქმით, გოგა გოგალაძესა და ნიკა ქუჩუკიანს 10-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. მათ შეძლეს გამოძიებისთვის წარედგინათ მტკიცებულებები, რომლითაც თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცეს.

    ნიკა ქუჩუკიანსა და გოგა გოგალაძეს, დაკავების მომენტსა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების შემდეგ, სამართალდამცველები არაადმაიანურად მოექცნენ, ამიტომ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციელებმა დაკავების მომენტში დაჭრეს. ბიჭები სამუშაოდ პოლონეთში ჩავიდნენ. ვარშავაში დამსაქმებელმა ამუშავა, მაგრამ ფული არავინ გადაუხადა. პატიოსანი, მშრომელი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავიანთი შრომის საზღაურიც ვერ მიიღეს. სხვა რა გზა ჰქონდათ, სხვა ქალაქში გადავიდნენ სამუშაოდ და ქარხანაში დაიწყეს მუშაობა.

    იმედი ჰქონდათ, იქ მაინც მიიღებდნენ ანაზღაურებას. იმ დღეს სამუშაო ტანსაცმელები ეცვათ, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველებს და უკრაინელებს შორის მოხდა კონფლიქტი, იქ ბელორუსებიც ყოფილან. პოლიცია გამოუძახია ვიღაცას და მოჩხუბრებს თავზე პოლიცია დაადგა, რომელმაც იარაღი გამოიყენა. ბიჭები დაჭრილებიც კი იყვნენ“, - აცხადებს ლედი ტუკავძე.

    2019 წლის თებერვალში, პოლონეთში 4 ქართველი, 7 უკრაინელი და 1 მოლდოველი დააკავეს. ადგილობრივი მედია ამტკიცებდა, რომ ისინი პოლიციელებს დაესხნენ თავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×