სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     (რეზონანსი) ხმაურიანი აქცია გაიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან. დაკავებული 21 წლის მირო მარკელიას ოჯახის წევრები და ახლობლები მის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

    შემთხვევა რამდენიმე თვის წინ კახათში მოხდა, როცა მეზობლებმა იჩხუბეს. დაზარალებულმა ახალგაზრდამ ჩვენება მისცა მირო მარკელიას წინააღმდეგ, რის გამოც, აქციის მონაწილეების თქმით, მარკელიას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

    აქვე იმყოფებოდნენ მარკელიას მეზობლებიც. ისინი ამბობენ, რომ მეზობლებს შორის ასეთი დაპირისპირება საზიანოა და ერთმანეთში თვითონ გაარკვევენ ურთიერთობას.

    „5 წელი რა ამბავია? ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს? 5 წელს არ უსჯიან კაცის მკვლელს და ისინი დადიან გარეთ" - აცხადებს მარკელიას მეზობელი ზამირ ჩახაია.

    აქციაზე მარკელიას მამამ გაურკვეველი საგნით მუცლის არეში თვითდაზიანებები მიიყენა. მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და სასწრაფოს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს.

    შეუძლოდ გახდა დაკავებულის დედა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართება.

     

     

    "პრაიმტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×