სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     (რეზონანსი) რამდენიმე დღის წინ, „პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშები აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს. მუშები ამბობენ, რომ დაბალი სიმაღლიდან გამომდინარე, დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს, თუმცა ამ საშუალებებს სხვა დროს მუდმივად იყენებენ.

    ერთ-ერთი მუშის, გიორგი ლიპარტელიანის თქმით, სპეციალური ღვედის გაკეთება არ მიიჩნიეს საჭიროდ, რადგან მცირე ხნის, დაახლოებით 1-2 საათის სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი.

    „ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა", - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა.

    "სიმაღლე არ იყო ისეთი, რომ დამცავი გაგვეკეთებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამცავის გარეშე ვმუშაობდით", - განაცხადა მეორე მუშამ ნოდარ ჩახალიანმა.

    რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობას, ნოდარ ჩახალიანი ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მესამე მუშა დღეს გადაიყვანეს პალატაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×