რეზონანსი
18.04.2019

 (რეზონანსი) ეკონომიკის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნება. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

ამასთან, ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, თუ იგეგმება გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს.

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ", - განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება, ნათია თურნავა ქობულიას გადადგომამდე მისი მოადგილე იყო. ის ეკონომიკის ამ პოსტზე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მსგავს თანამდებობას თურნავა 2006 წელსაც იკავებდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო.

2013 წლიდან თურნავა იყო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. ნათია თუნრავა მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურში (1999 წ.), თბილისის საკრებულოსა (1998-2000 წწ.) და სახელმწიფო კანცელარიაში (1997-1998 წწ.).

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×