სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

    თბილისში 18 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-22 აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი. 21-22 აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში.

    რაც შეეხება აღდგომას,28 აპრილს, თბილისში ამინდი 18 გრადუსამდე გათბება.

    არმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოშიც უმეტეს წილად ღრუბლიანობა იქნება. აღდგომის დღესასწაულზე ქუთაისში ტემპერატურა 19 გრადუსამდე გათბება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×