სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

    ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანა, რომელსაც მუცლის არეში ერთი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

    ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი სასიცოცხლო ნიშნებით საოპერაციოშია შეყვანილი.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×