სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    თბილისის მერიამ დედაქალაქში საფეხმავლო რკინის ხიდების დემონტაჟი დაიწყო. როგორც მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რკინის კონსტრუქციები მოიხსნება იქ, სადაც ინფრასტრუქტურა ქვეითთა გადაადგილებისთვის მომზადებულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved