სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     დღეს, 19 აპრილს სავსემთავრეობაა. ასტროლოგების მტკიცებით, ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილები და გეგმები სრულდება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სავსემთვარეზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ 19-20 აპრილს.

    "ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს სავსემთვარეობაა!

    მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პოზიტიური განწყობა, ნუ გადაიღლით თავს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო-ემოციურად. მოჭარბებული ენერგიები მშვიდად მართეთ, პოზიტიური შინაგანი განწყობა შეიქმენით და მშვიდად განვლეთ ეს დღე.

    ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, ასევე შეიკავეთ თავი ამ დღეებში ოპერაციებისგან, სხვადასხვა სახის სამკურნალო - სამედიცინო პროცედურებისგან, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი არ არის...

    სავსემთვარეობის დღეს ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების დაგეგმვა (დაწერეთ ფურცელზე) და შემდეგი 15 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება.

    20 აპრილიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, ნუ კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით ძველ ნივთებს!!! მოერიეთ თავს და გათავისუფლდით! ძალიან კარგია ლოცვა!!! ლოცვა ყოველთვის კარგია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ განსაკუთრებით ასეთ პერიოდებში ჩვენივე თავისთვის არის შვება, ლოცვა...

    გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და მადლიერება უფალს ყველაფრისთვის" - წერს ცაგარელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved