სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ მინისტრების ცვლილებები ამ წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად იცის, რომ მომავალშიც იქნება. ამავე დროს მისთვის უცნობია, რა გახდა ქობულიას მოხსნის მიზეზი:

    "რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა თუმცა მე თვითონ ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგანაც ეს არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს ფუნქცია.

    კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია", - ამბობს სერგეენკო.

    კითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა პირადად ის ქობულიას მუშაობით, სერგეენკო პირდაპირ არ პასუხობს:

    "მე ჩემს ყველა კოლეგასთან ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს. ამ საკითხების მართვა ცალსახად არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. მინისტრების ცვლილებები ამ წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება", - განაცხადა სერგეენკომ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×