სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროტესტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარი საინფორმაციო სამსახურის 13-მა ოპერატორმა განაცხადა. ისინი ხელფასის ზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ოპერატორობის გარდა, მემონტაჟის ფუნქცია აქვთ შეთავსებული, რის გამოც ხელფასის 50%-იან მატებას ითხოვენ.

    იმ შემთხვევაში კი თუ მემონტაჟის ფუნქციას ჩამოაშორებენ ხელფასის 30%-იან მატებას დათანხმდებიან. ცნობილია, რომ ოპერატორები შეხვედრაზე მენეჯმენტთან იმყოფებოდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

    გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღეა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს.

    ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა)  ბორდს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×