სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) გაუშვით თუ თავისი ნებით წავიდა? - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

    ბახტაძის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

    „მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც მთავრობის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება, გადაწყვეტიელბა უნდა მიმეღო მე და მივიღე ეს გადაწყვეტილება მასთან საუბრის შემდეგ.

    თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და მან ეს ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერმა ეკომონიკის მინისტრის თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ ნათია თურნავა წარადგინა. მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved