სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     (რეზონანსი) თუ ჩვენ არ გვექნება განვითარებული და მაქსიმალურად დამოუკიდებელი ენერგოსისტემა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში პაატა ცინცაძემ განაცხადა.

    ცინცაძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი რესურსი ეს არის ჰიდრორესურსი. მისი ათვისება გარდაუვალია.

    „არავინ ამბობს, რომ ეს ათვისება უნდა მოხდეს ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით. რა თქმა უნდა, ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული. ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ყოველწლიურად 80-დან 100 მილიონ დოლარამდე ვიხდით იმპორტირებულ ელექტროენერგიაში და ამ ფულს ვდებთ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკის განვითარებაში. ამიტომ ჩვენ რომ ეს ფული ჩვენს ენერგეტიკას მოვახმაროთ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით. თუნდაც იგივე პანკისში ხადორი 3-ის ჰესის აშენებით პანკისის რეგიონში ადგილობრივ ბიუჯეტში შევა ქონების გადასახადის სახით 1 პროცენტი. ეს ჰესი დაჯდება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი. ყოველწლიურად 100 ათასი დოლარი რომ დაემატოს პანკისელებს, ეს ცოტა არ არის და მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება ეს თანხა თვითონ განკარგონ", - განაცხადა პაატა ცინცაძემ.

    მისივე თქმით, ხადორი 3-ის ჰესი არის მცირე ჰესი და მას გავლენა არ აქვს გარემოზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (22.04.2019)
    შენისთანა ექსპერტებმა გაანადგურეს ჩვენი იშვიათი ბუნება. რას ნიშნავს ალტერნატივა არა აქვს, რას ბჟუტურებთ სინდისგარეცხილო, ორ შაურად გაყიდულო ტიპებო, აღარ გრცხვენიათ? აბა მზე რა არის, ასე რამ გამოგაშტერათ. სადაც მივიდნენ ბიძინა-კალაძისა და სხვა მაოხრებლების კომპანიები, ყველაფერი გაანადგურეს. თქვე უჯიშო ღორებო! ვერ ხედავთ რა დღეშია დარიალის ხეობა, ზემო აჭარის ხეობები, სვანებმა ძლივს დაიცვეს თავისი კუთხე,წალეკა ამ სამარცხვინო არსებების ბიზნესმა ქვეყანა, თვითონ მდიდრდებიან ეს სულით მათხოვრები, ხალხი კი დღითიდღე ნადგურდება. თქვე დამპლებო, უცბად, რომ გამოეფინეთ იმ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ, არახართ ნიკას გინების ღირსნი? აბუჩად ნუ იგდებთ მოსახლეობას, თქვენც მალე გეტირებათ გაზულუქებული დედები, ქვეყნის დამაგრეველო არარაობებო!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×