სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.

    როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, დაშავებულებს ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

    „ამ ეტაპზე ჩვენი ეკიპაჟები მოემსახურნენ 40-ზე მეტ პაციენტს, მათ შორის 20 სამართალდამცველი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, რვა სამართალდამცველი კი ყამბარაშვილისკლინიკაში. მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, მიმდინარეობს დიაგნოსტიკური კვლევები. ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი ადგილობრივი მცხოვრები გადმოჰყავთ",- განაცხადა თალაკვაძემ.

    მისივე ინფორმაციით, ახმეტის საავადმყოფოში ორ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა, როგორც თალაკვაძე ამბობს, დაშავებულები აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეები არ არიან.

    აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×