რეზონანსი
22.04.2019

 პანკისში, ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი განმარტებებს აკეთებს. ლაშა იორდანაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ინფორმირებული იყო ჰესის მშენებლობაზე და არავის პრეტენზია არ ჰქონია. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხეობაში ვითარების პროვოცირება გარკვეულმა ძალებმა მოახდინეს. იორდანაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას ადანაშაულებს.

„როდესაც ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ დავაანონსეთ საჯარო განხილვები ჩავატარეთ, თვეებით გრძელდებოდა მილსადენის შეტანა და არავის პროტესტი არ გამ,უთქვამს, ჩვეულებრივად მიდიოდა, იმიტომ რომ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ რომ ეს გამორიცხული იყო. ამის შემდეგ ჩაერთნენ რაღაც ძალები, ჩვენი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელბმაც სიტუაცია ისე შემოატრიალეს,რომ განცხადებები გუშინდელი იყო ასეთი, იმაზე კი არა მიმართული, რომ მოსახლეობას რაიმე პრობლემა ექნება, არა - ჩვენი გადასახლება, ჩვენი ამოწყვეტა, უმცირესობა. ეს არის ყველაზე ყურადსაღები და ყველაზე საშიში,რომელიც გუშინ შევამჩნიე,"-განაცხადა სამშენებლო კომპანია შპს "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანაშვილმა.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×