სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

     პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს პანკისელი უხუცესები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ პროვოკაციებისგან თავი უნდა შეიკავოს და გუშინ განვითარებული მოვლენები მთავრობისთვის მაგალითი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პანკისელებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

    უხუცესთა საბჭოს წევრი, ზელიმხან წუწაშვილი გუშინ, შს მინისტრთან გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მან მინისტრს პანკისელებთან დიალოგისკენ მოუწოდა.

    „არ ვიცოდით, ჩვენ ასეთი სიტუაცია თუ მოხდებოდა. სიტუაცია ძალიან დამძიმდა გუშინ, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რაც შემოვიდა სპეცრაზმი. ხალხი გაბრაზდა, ეს ხალხი კიდევ ისეთი ხალხია, ამათი დაშინება ძალიან ძნელია. სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს ძალიან. მოგვიხსენით პრობლემა, არავის აქამდე არ მოუხსნია პრობლემა და ბოლოს და ბოლოს თავის თავზე აიღეს ჰესის მშენებლობა, ჩვენ გამოვიყვანთ წყალს, ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენ რომ ვიყავით თბილისში შეხვედრაზე, იქაც ვთქვი, მინისტრი იყო ჩვენთან, მე ვუთხარი კიდეც, ჩვენ 20 კაცით ეს არ გადაწყდება, გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, ხეობა, ჩამობრძანდით, მოიწვიეთ ხალხი, უთხარით, აუხსენით და ამით დამთავრდეს ეს ყველაფერი," - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.

    ხელისუფლებას აკრიტიკებს უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილიც:

    „მე როგორ ვუყურებ ამ საკითხს, საერთოდ სპეცრაზმის შემოყვანა, ყველაზე დიდი შეცდომა იყო. იმიტომ, რომ პანკისელებში და პირადად ჩემშიც ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს, ეს სპეცრაზმი. პანკისის ხეობაში ორი ჰესი აშენებულია, დამატებით ჰესი არასასურველია, ყოველი ჩარევა ბუნებაში თავისთავად ცხადია გამოიწვევს ეკოლოგიურ არასასიამოვნო ფაქტებს, მაგრამ თუ სახელმწიფო მაინც იმდენად დაინტერესებულია, რომ ეს საერთო ჩვენს ელექტროფიკაციაში ჯდება და ამდენად ეს აუცილებლობას, მაინც გააკეთებენ, ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ვნახოთ ფირმისგან. მე მაგალითად, ძალიან მძიმედ განვიცადე ის რამდენადაც, ორივე მხრიდანაც არ იყო ლამაზი, როდესაც შეიძლებოდა დიალოგით და ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, წამოვიდა ასეთი დაპირისპირება," - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (23.04.2019)
    პროვოკაციას თქვენ ეგებით ვიღაცეებიდან.სოფელში შეიტანეს ტექნიკა,უზარმაზარი მილები,გაკეთდა მუშების თავშესაფარი და არაფერი გითქვამთ,წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ ამ ტექნიკის თუ მილების შემიტანის მომენტშიც,შემდეგ უცბათ რამ აგაფეთქათ?საკითხავია ეს.ჩემი შენ გითხარიო ასეა თქვენი საქციელი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×