სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

     გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს და მიიჩნევს, რომ მომხდარის უკან გახარიას წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის დანახვაა  შესაძლებელი.  უფრო მეტიც, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ შს მინისტრი მის წინააღმდეგ მიმართულ უფრო მეტ პროვოკაციებსაც უნდა ელოდოს: 

    „ამის უკან შეიძლება დავინახოთ შეთქმულების რაიმე თეორია? მე ვფიქრობ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში" შიდა გადანაწილებაში რაღაც ცვლილებები დაიწყო. ბუნებრივია გახარია სხვადასხვა ინტერესჯგუფებისთვის, რომლებიც მომრავლდნენ ხელისუფლებაში, გარკვეული დისკომფორტის მატარებელია, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა. როგორც ცნობილია, ის არც ერთ დაჯგუფებაში არ მონაწილეობს და ბუნებრივია, სამიზნე ამ შემთხვევაში შეიძლება ისიც ყოფილიყო. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა. ასეთი ტიპის გეგმა, რომ მიმართული ყოფილიყო გახარიას წინააღმდეგ და შეიძლება პროცესები ნამდვიალდ ისე განვითარებულიყო, რომ გახარიას გადადგომა გარდაუვალი ყოფილიყო, თვითონ რომ სწრაფი ზომები არ მიეღო, ეს გამოსარიცხი არ არის.

    ეს არის ნამდვილად მრავალსაკითხიანი პრობლემა, სამიზნე შეიძლება ყოფილიყო გახარია, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გახარია სხვა ინტრიგებს და მამაძაღლობასაც უნდა ელოდოს, იმიტომ, რომ იმდენად შეიცვალა ხელისუფლებაში ძალის ცენტრების გადანაწილება, რომ ის უახლოეს პერიოდში იქნება მთავარი სამიზნე, ასეთია ხელისუფლების ბუნება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა კულისებში ყოველთვის მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ გახარიაზე შეტევები კიდევ განხორციელდება.", - მიიჩნევს ექსპერტი.

    გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება რთული დილემის წინაშე დგას, რადგან იმ შემთხვევაში თუ პანკისის ხეობაში დაიწყება დაჭერები კონფლიქტი მეტად გამწვავდება, ხოლო თუ ყოველივე კანოსნი შესაბამისი მოთხოვნით, დამნაშავეთა დასჯის გარეშე დასრულდება, ვიხილავთ „კუდამოძუებულ სპეცრაზმს" 

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (23.04.2019)
    გია,ბევრ პროვოკაციებს არასწორია,უნდა იყოს ბევრი პროვოკაცია.შენ მაინც იცოდი ქართული და რა დაგემართა.

    paata   (22.04.2019)
    კარგით რა ბატონო გია რას ნიშნავს ანუ გახარიამ არ იცოდა სპეცრაზმი რომ შედიოდა ხეობაში? მისი ბრძანების გარეშე სპეცრაზმის იქ შეყვანა შესაძლებელი გგონიათ? ან მართლა გგონიათ რომ გახარიას არ ეცოდინებოდა შშს -ოს ფაქტიურად მთელი ქვედანაყოფი რომ შევიდა ხეობაში? აბა გახარია თუ არა ამ ტიპის ბრძანებეს თქვენი აზრით ვინ იძლევა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი? შშს-ოს სპეცდანიშნულების რაზმი ფეხბურთის ფედერაციას ემორჩილება? კარგით რა შეეშვით ამ აზრის დამკვიდრებას რომ მეფე კარგია ხელქვეითები ყავს ცუდი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×