სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

     პანკისის ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ხეობაში არც ჰესების მშენებლობას დაუშვებენ და არც თანასოფლელების დაკავებას შეეგუებიან.

    პანკისელები აცხადებენ, რომ გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას, ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა და მათ ამის კონკრეტული მტკიცებულებაც აქვთ მასრების სახით:

    „გუშინ ამ დაპირისპირების შემდეგ ზედა ხევში მცხოვრებლებმა მოგვაწოდეს ასეთი ტყვიის ე.წ. გილზები და ეს არის გლოკის ტიპის იარაღი და სავარაუდოდ, ისინი გაისროლეს სამართალდამცავებმა. ფაქტია, რომ გაისროლეს, არავინ დაშავებულა ამის შედეგად, თუმცა ფაქტია, რომ მოხდა ამის გამოყენება. ეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოგვაწოდეს, იქ იპოვეს. ისინი ამბობენ, რომ როდესაც დაძაბულობა წავიდა, დაპირისპირება როდესაც წავიდა და მწვავდებოდა სიტუაცია, მოხდა იქ გასროლები, იქ რეზინის ტყვიებსაც ისროდნენ და ალბათ, სავარაუდოდ, ჰაერში მოხდა გასროლა, მოქალაქის მისამართით რომ გაესროლათ ალბათ, დაშავდებოდა," - განაცხადა ჟურნალისტმა, ისლამ გორგიშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×