სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პანკისის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. 

    „ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და საქართველოში დაცულია ყველა ადამიანის უფლებები. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში. თუმცა, ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ არის სრულიად მიუღებელი და ბუნებრივია, კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური. 

    პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და მე განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, მათ მივმართო: ჩვენ არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან - ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მე მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმის დემონსტრირება“, - განაცხადა ბახტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (22.04.2019)
    ბატონო პრემიერო! ტკვენ პოლიციელბზე უფრო ზრუნავთ და არა ხალხის მოთხოვნაზე?? და დაძაბულობის ახლაი კერის შექმნა გინდათ...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×