სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.04.2019

     რუსთაველ მოზარდს რამდენიმე საათი პოლიცია ეძებდა და ბოლოს ის მეგობრის ბინაში ნახეს.

    "ინფო რუსთავმა" გაარკვია, რომ გოგონას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა რამდენიმე მოსწავლესთან. ასევე გახდა ცნობილი რომ მოზარდმა სახლიდან წასვლის წინ წერილი დაწერა და დატოვა. გოგონა წერილში სწორედ იმ პრობლემაზე წერდა, რის გამოც მას სკოლაში მისვლა არ სურდა. ერთ-ერთი ვერსიით 13 წლის გოგონას სკოლაში მისი წონის გამო ეხუმრებოდნენ. ჰქონდა თუ არა ადგილი ბულინგს ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

    შეგახსენებთ რომ არასრულწლოვანი გუშინ დილით სახლიდან გავიდა და სკოლაში არ მისულა, ის ჯერ ერთი მეგობრის სახლში იმალებოდა, ხოლო, როდესაც პოლიციამ გაიგო მისი ადგილსამყოფელის შესახებ, გოგონა ბინიდან გაიქცა და სხვა მეგობართან შეაფარა თავი. საბოლოოდ კი რუსთავის პოლიციამ მოზარდი ნახა და ოჯახში გამოკითხვის შემდეგ მიიყვანა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×