სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საბავშვო ბაღის ყოფილი დარაჯი ბაღის დირექტორს უჩივის.

    ყოფილი დარაჯი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი პირადი ინტერესებია, რომელიც საბანკო სესხებს უკავშირდება. გიგოლაევის მეუღლე მაყვალა შაინიძე ამბობს, რომ მისი მეუღლის სახელით, ბანკიდან, დირექტორის შვილმა სესხი გამოიტანა.

    საფინანსო ორგანიზაციები გიგოლაევების ოჯახს სასამართლოში უჩივის. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

    „ჩემი მეუღლე მოტყუებით წაიყვანა ბანკში და საბუთებზე ხელი, ისე მოაწერინა არც იცოდა რას აწედა ხელს, მეორე სესხი კი კომპიუტერით გაუკეთებია მისი პირადობის მოწმობა საბავშვო ბაღში იყო და მონაცემები იქიდან შეუვისა", - აცხადებს მაყვალა შანიძე.

    გიგოლაევების ოჯახი საბავშვო ბაღის დირექტორს ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებენ.

    „როდესაც დირექტორს მისი შვილის მიერ გამოტანილი თანხის გადახდა მოთხოვეთ ის აგრესიული გახდა და ჩემს მეუღლეს ხან ჯოხს, ხან კიდევ ცოცხს ურტყამდა და სამსახურიდანაც გაათავისუფლა" - ამბობს ყოფილი დარაჯის ცოლი.

    ჯემალ გიგოლაევის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს საბავშვო ბაღის დირექტორი. თამარ ზურიკაშვილი ამბობს, რომ ჯემალ გიგოლაევი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

    „ეგ ადამიანი სამსახურში არ დადიოდა, 2016 წელს გავათავისუფლე სამსახურიდან, ყველა დოკუმენტი წესრიგშია რის საფუძველზე ის მოიხსნა." - აცხადებს ზურიკაშვილი.

    სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელმა სავარაუდოდ მისი შვილის მიერ გამოტანილ სესხებთან დაკავშირებით არ ისაუბრა. გიგოლაევების ოჯახი ბაღის დირექტორის შვილს პროკურატურაში უჩივის მათ საგამოძიებო უწყებას ერთი კვირის წინ მიმართეს.

    "პრაიმტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×