სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) თბილისის მერია დედაქალაქში სამი მიმართულებით, ახალი საბაგირო გზების ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

    როგორც კალაძემ აღნიშნა, განიხილება საბაგირო ტრანსპორტის „სამგორი-ვაზისუბანი", „ახმეტელი-თემქა" და „სამება-მახათას მთის" მიმართულებით განვითარება.

    თბილისის მერის თქმით, ახალი საბაგირო გზების განვითარების მიმართულებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, დაახლოებით, 750 000 ლარი და ხუთი თვე სჭირდება.

    „საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება - „სამგორი-ვაზისუბანი", „ახმეტელი-თემქა" და „სამება-მახათას მთა". შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების მომზადება გვჭირდება, რომლის შემდეგაც უკვე სრული სურათი გვექნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×