სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) კიბერთაღლითობის მომრავლებული შემთხვევებიდან გამომდინარე, "ბანკების ასოციაცია" მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ბევრ მომხმარებელს ფინანსურ ზიანს აყენებს. განცხადებაში, აგრეთვე, "ბანკების ასოციაცია" დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, "ფიშინგზე" საუბრობს და მომხმარებლებს რჩევებს სთავაზობს.

    თუმცა, როდესაც "ფიშინგზე" ვსაუბრობთ, რთულია, სოციალურ ქსელს გვერდი ავუაროთ, ვინაიდან კიბერთაღლითები ყველაზე მარტივად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ღებულობენ სასურველ ინფორმაციას.

    კიბერთაღლითობის შედეგად დაზარალებული "პალიტრავიდეოსთან" ამბობს, რომ "ინსტაგრამზე" მან ტანსაცმლის გამოწერის ექაუნთს მიაგნო, რომელიც მომხმარებლებს თანხას არიცხინებდა, თუმცა პროდუქციას აღარ უგზავნიდა.

    "ჩემმა ოჯახის წევრმა, რომელიც არის არასრულწლოვანი და შესაბამისად კომენტარისგან თავი შეიკავა, მცირე თანხის ტანსაცმელი გამიწერა. დათქმული დრო იყო ორი კვირა. როცა ეს დრო გავიდა და გვერდთან დაკავშირება ვერანაირად ვერ მოვახერხეთ, რადგან დაგვბლოკეს და ყველანაირი საკონტაქტო ინფორმაცია იყო წაშლილი.

    პირადად მე შევძელი ამ ადამიანთან გასაუბრება და თქვა, რომ შიფინგი გაძვირდა და აპირებდა, რომ ერთაინად მიწერეა კლიენტებისთვის. ჩემი აზრით ეს თავიდანვე უნდა ცოდნოდა. ეს ადამიანი სამწუხაროდ არასრულწლოვანი აღმოჩნდა. საბედნიეროდ თანხა დავიბრუნეთ, თუმცა ჩემი გამოკვლევებით დავადგინე, რომ არამარტო ჩემი ოჯახის წევრი იყო ამ ყველაფრის მსხევრპლი, არამედ სხვა არასრულწლოვანი ბავშვებიც"- ამბობს ქეთა ავაზაშვილი "პალიტრავიდეოსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×